23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდარ ვუჩიჩი პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისისმთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ. 

შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას”, – აღნიშნულია პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაშიინგლისის სრუტეში დაკავებულ ტანკერზე საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საკითხს სწავლობს
შემდეგი სტატიასროლა ქურდიანის ქუჩაზე და აივნიდან გადავარდნილი დაჭრილი — შსს-მ 2 პირი დააკავა