20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

მიხეილ ყაველაშვილი: ანაკლიის პორტის განვითარებაში სახელმწიფოს მთავარ როლში გადასვლა ეროვნული გადაწყვეტილებაა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ქმედებაა და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეფუძნება.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს პოზიცია თავიდანვე გამჭვირვალობაზე, ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსა და ბიზნესის შემოთავაზებების განხილვასა და ღია თანამშრომლობაზე იყო დაფუძნებული.

„დღეს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, თავად განავითაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო იქნება პორტის მფლობელი, ექნება მართვის პაკეტი, თუმცა, ამავდროულად, ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესი განახორციელოს”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაცია და შუა დერეფნის მიმართ მზარდი საერთაშორისო ინტერესი ქმნის საფუძველს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში სხვადასხვა ქვეყნების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა: დეზინფორმაციაა, თითქოს ბაჩანა ახალაიას ბიძინა ივანიშვილის დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან
შემდეგი სტატიაIDF: ლიკვიდირებულია “ჰამასის” მეთაური, რომელიც ღაზაში ისრაელის ჯარებისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა