მიხეილ ყაველაშვილი: “ადამიანებს, ვისაც სინდისის პატიმრებს ეძახით, დანაშაული აქვთ ჩადენილი”

“ადამიანებს, ვისაც სინდისის პატიმრებს ეძახით, დანაშაული აქვთ ჩადენილი”, – ასე უპასუხე მიხეილ ყაველაშვილმა სინდისის პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, “ოცნება” მოვლენებს დააკვირდება და ამის შემდეგ შეძლებენ შეწყალებასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ზუსტი პასუხების გაცემას.

“ადამიანებს, ვისაც სინდისის პატიმრებს ეძახით, დანაშაული აქვთ ჩადენილი. აღიარონ შეცდომები, დავაკვირდებით მოვლენებს, დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, შემდეგი შეწყალება სავარაუდოდ ნათლისღებისთვის იქნება.

banner
წინა სტატიაში“ამ ბიჭებს არავის შეწყალება არ უნდათ, მალე გამოვლენ და ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას” – “სინდისის პატიმრის” მამა
შემდეგი სტატია“ისტერიული, რეპრესიული კანონების მიღება, რაც ახასიათებს რეჟიმს, მათი სისუსტის ნიშანია” – სალომე ზურაბიშვილი