მიხეილ ყაველაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მორიგ შეწყალების აქტს ხელს ნათლისღების დღესასწაულზე მოაწერს. საშობაო ლიტურგიიდან გამოსული ყაველაშვილი არ აკონკრეტებს იქნებიან თუ არა მათ შორის სინდისის პატიმრები.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პროევროპული აქციებისას დაკავებულთა ნაწილის გათავისუფლების შუამდგომლობით საპატრიარქომ სამჯერ მიმართა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, მათ შორის საპატრიარქო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, „არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა“.
გუშინ, კუმურდოს და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა კი თქვა: “რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი დანაშაულისთვის დაისაჯოს, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს თავის საზღვრები და ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, მგონი გადაჭარბებულია…”



















