მიხეილ ხარძიანს არასდროს კაცობა და ღირსება არ გაუყიდია

1427717120633611მოკლული ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ვაჟი პირველი ქორწინებიდან მიხეილ ხარძიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან მამის მკვლელობაში დადანაშაულებული გია უდესიანისგან ფული აიღო და აცხადებს, რომ არასდროს გაუყიდია კაცობა და ღირსება.
როგორც მიხეილ ხარძიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „პირველ სტუდიაში“ განაცხადა, იგი გია უდესიანს კიევში საკუთარი ინიციატივით შეხვდა, რათა გაერკვია, რატომ ადანაშაულებდნენ მას მამამისის მკვლელობაში და რა ფულებს სთხოვდა უდესიანს ბესო ხარძიანის ოჯახის წევრები, როდესაც თავად ბიზნესმენი ბესო ხარძიანი ციხეში იჯდა.

ტელეთერით მან თავის ბიძაშვილის გიორგი უდესიანის ბრალდებასაც უპასუხა: „არანაირი ფრანგული ევროები მე არ ამიღია. ჩემი განვლილი ცხოვრება შენც იცი და მთელმა ქალაქმაც, მიხეილ ხარძიანს არასდროს კაცობა და ღირსება არ გაუყიდია. კარგად გახსოვს გიორგი, რიგში როგორ იდგა შენი ოჯახის წევრები და უდესიანს ფულებს როგორ სთხოვდნენ,“- აცხადებს მიხეილ ხარძიანი და დასძენს, რომ მისი მიზანია მამის მკვლელობა სათანადოდ გამოიძიონ და დამნაშავე დაისაჯოს.

მოკლული ბიზნესმენის ვაჟი მამისა და გია უდესიანის ურთიერთობების დეტალებს ყვება და აცხადებს, რომ ისინი წლების განმავლობაში იყვნენ ბიზნესპარტნიორები, მეგობრები და წმინდა კვირიკეს ხატის წინაშე ძმადნაფიცები, ამიტომ გადაწყვიტა ვითარებაში გარკვეულიყო და უდესიანებისა და ხარძიანების ოჯახების გადამტერება აეცილებინა თავიდან.

ამბობს, რომ საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა გია უდესიანის შვილს ინტერნეტით და გია უსედიანთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება სთხოვა.

„მან წარმომიდგინა ყველა უტყუარი დოკუმენტაცია, 12 მილიონი დოლარის საბანკო ანგარიშები, ხელშეკრულებები. ვნახე ვიდეომასალა ბესო ხარძიანის ოჯახის წევრებზე, რის გამოც ძალიან შემრცხვა და ამ სირცხვილს სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოვიშორებ. შემრცხვა ბესო ხარძიანის ოჯახის წევრების გამო. საუბრები არ არის ქონებაზე, ეს ეხება ჩემს ოჯახს, მათ ოჯახს და არა მხოლოდ ოჯახებს, ეს სირცხვილი გვარზეც კი გადადის“,- აცხადებს მიხეილ ხარძიანი, თუმცა ვიდეოჩანაწერების შინაარსის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.

როგორც მიხეილ ხარძიანი ამბობს, მას აინტერესებს, თუ უდესიანი მტერი იყო, რატომ აიღეს მისგან ფული ბესოს ოჯახის წევრებმა. „ილია ხარძიანზე, ჩემს ბიძაშვილზე, გაკეთდა მინდობილობა და გასხვისდა კუს ტბა. აიღეს გარკვეული თანხა და ორი ბინა. მამიდაჩემი, მაია ხარძიანი ორი კვირის განმავლობაში ეხვეწებოდა უდესიანს შეეძინა კუს ტბის წილები. ბესო ხარძიანის დედამ 20 000 აშშ დოლარი გამოართვა უდესიანს. ბიძაჩემი გია ხარძიანი ლიტვიდან სკაიპში მე და ჩემ დას, ანა ხარძიანს გვთხოვდა მივსულიყავით უდესიანთან და გამოგვერთმია ერთი მილიონი დოლარი“, – აცხადებს მიხეილ ხარძიანი.

გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ძმისშვილმა გიორგი ხარძიანმა მიხეილ ხარძიანს გვარის შეცდომა უწოდა.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის პოლტიკაში დაბრუნების თეორიული შანსები არსებობს