მიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე – მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ, ხმაურია. დაპირისპირება მიხეილ კალანდიასა და და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. კერძოდ, მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც დარბაზში მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.

“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!“ – განაცხადა მიხეილ კალანდიას მამა.

სიტუაციის განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშინიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა – შეშფოთებული ვარ შექმნილი ვითარებით და მისი გავლენით მოსახლეობაზე
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „ლელო“-ს წევრი ყოფილი პატიმრის შესახებ