მიხეილ კალანდიას ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ

ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით ​დაკავებული მიხეილ კალანდია ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

მიხეილ კალანდია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავა. ბრალის ოფიციალურად წარდგენისთვის სამართალდამცველებს 24 საათიანი აქვთ. არსებული ინფორმაციით, მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით დღეს დააკავა. მას ბრალად ედება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენა.

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გუშინ განაჩენი გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობას ნანა კოსტავას ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატიარუსთავის მერის სახლი გაქურდეს – მოპარულია ტრაქტორი და ღვინო