მიხეილ კალანდიას ადვოკატი 12 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის ნაწილობრივ გასაჯაროვებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი 12 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის ნაწილობრივ გასაჯაროვებას ითხოვს.

შესაბამისი მოთხოვნით სასამართლოს მან დღეს მიმართა. ადვოკატის განმარტებით, სრულწლოვანების დაკითხვის ნაწილში გასაჯაროება მნიშვნელოვანია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.

ზურაბ თოდუა დღესვე საჩივრით სახალხო დამცველსაც მიმართვას. როგორც ადვოკატი განმარტავს, მას საკუთარი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევა. ზურაბ თოდუას თქმით, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა მოსასმენი აპარატებით აღჭურვილ ოთახში უწევს.

„სასამართლოში შემოვიტანე შუამდგომლობა, რომელიც 12 სექტემბერს ჩანიშნული სხდომას ეხება. შუამდგომლობით ვითხოვთ მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე ნაწილობრივ გაიხსნას პროცესი. მიღებული გადაწყვეტილება სხდომის დახურვის თაობაზე ეწინააღმდეგება როგორც შიდა სახელმწიფოებრივ ნორმებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს. კალანდია აღმოჩენილია შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის მიღმა და მისი უფლებების პირდაპირი დარღვევაა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ კონსტანტინიდი – ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებზე გერმანელი დეპუტატების ვიზიტი რუსულმა მხარემ დააფინანსა
შემდეგი სტატიატრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს