9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

მიხეილ ჯიბუტი: შექმნეს განუსაზღვრელობის უზარმაზარი ტალღა, რომელმაც გამოიწვია სოციალური აშლილობა და მათ უკანონო, დეზინფორმაციულ ქმედებას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება

“SOS ! საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ა.წ. 29 იანვარს საქართველოს აცნო: „მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ…“, რაც, როგორც აღმოჩნდა, ნიშნავს, რომ ვიღაცეებმა არაფორმალურად მიიღეს გადაწყვეტილება ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მისი შერწყმის შესახებ.

არც ერთ სახელისუფლებო დოკუმენტსა, თუ ინფორმაციაში, 29 იანვრამდე, ნახსენები არ არის თსუ და სტუ-ს ტრანსფორმაციის შესახებ
მინისტრმა თუ ვერ გაშიფრა ნათქვამი, ვერ/არ დაასახელა გადაწყვეტილების მიმღებთა ვინაობა, გადაწყვეტილების მიღების ადგილი და წესი და მათი შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებთან – მაშინ უნდა დადგეს მისი უფლებამოსილების გადამეტებისა და თანამდებობასთან შეუფერებლობის საკითხი.

მინისტრმა თუ ვერ დაასახელა სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, მაშინ მან და მასთან ერთად გადაწყვეტის მიმღებმა პირებმა ჩაიდინეს უკანონო ქმედება, შექმნეს განუსაზღვრელობის უზარმაზარი ტალღა, რომელმაც გამოიწვია სოციალური აშლილობა და მათ უკანონო, დეზინფორმაციულ ქმედებას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება”,-წერს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ
შემდეგი სტატიაირანში აქციებზე დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს