მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ედვარდ ნალბანდიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც “თაიმერს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ დააფიქსირა, რომ ძალზე შეშფოთებულია უკანასკნელ დღეებში მთიან-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციითა და თანმდევი მსხვერპლით, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარია შეწყდეს საომარი მოქმედებები და რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს.

საგარეო საქმეთა სმაინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო დაპირისპირების გაგრძელება უკიდურესად გაართულებს არსებულ მდგომარეობას და ნეგატიურად აისახება რეგიონის სტაბილურობაზე.

სომეხ კოლეგასთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით სიტუაციის დეესკალაციისათვის ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენების მნიშვნელობაზე.

banner
წინა სტატიაშიკემერონი: ოფშორულ კომპანიებში მე წილები არა მაქვს
შემდეგი სტატია,,ეს ხალხი დიდ გაუგებრობაშია და ქვეყანასაც ამ შარში მიაქანებენ”