მიხეილ ჯანელიძემ შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეციალურ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ისრაელის საელჩოში სპეციალურ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორი კვირის წინ დასაწყისში შიმონ პერესმა ინსულტი გადაიტანა, ის თელ-ავივის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში 13 სექტემბერს მოათავსეს და მას შემდეგ ხელოვნური კომის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყოფილი პრეზიდენტი ასევე ფილტვების ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. ბოლო დღეებში შიმონ პერესის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესა.

შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2014 წლებში იკავებდა. ის ასევე ისრაელის თავდავის, ფინანსთა, კავშირგაბმულობის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და სხვა უწყებებს ხელმძღვანელობდა.

1994 წელს მას, პრემიერ-მინისტრ იცხაკ რაბინთან და პალესტინის ლიდერთან იასირ არაფატთან ერთად, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამო რომის პაპი შიმონ პერესის დაკრძალვას ვერ დაესწრება
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა დაკითხვა დღის წესრიგში რჩება