საქართველოს საგარეო უწყება ფრანგ ხალხსა და ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის – „ბასტილიის აღების დღეს“, ქალაქ ნიცაში მშვიდობიან მოსახლეობაზე მომხდარ თავდასხმას, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ფრანგ ხალხსა და ხელისუფლებას.

საქართველო მკაცრად გმობს მომხდარ ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ გლობალურ დანაშაულს და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, თავდასხმის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიაში მონაწილეობს
შემდეგი სტატიაზუგდიდში ვლაქერნობა ანუ ღვთისმშობლის კვართის სახალხო დღესასწაული აღინიშნება