მიხეილ ჯანელიძემ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან სტეფან დიონთან შეხვედრა გამართა

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან სტეფან დიონთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის, მათ შორის ხაზი გაუსვა კანადის წვლილს არსებითი პაკეტის ახალი ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი, ამ კუთხით მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საინვესტიციო შეთანხმების დროულად გაფორმების მნიშვნელობას, ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა.

კანადამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. სხვა საკითხებთან ერთად მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

banner
წინა სტატიაშითედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს მაიკლ ტერნერს შეხვდა