მიხეილ ჯანელიძე:ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არის უმაღლეს დონეზე

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არის უმაღლეს დონეზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ში განაცხადა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არის უმაღლეს დონეზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებში, ასევე მრავალმხრივ ფორმატში საერთო პოზიციებისა და საერთო პოლიტიკის შემუშავების კუთხით.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოგერინისთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ როგორც თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე ჩვენი ინტეგრაციული პროცესების შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს სამიტი იყოს წარმატებული, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია და პირდაპირ მონაწილეობს ომში აღმოსავლეთ უკრაინაში
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მზად არის, ყველა რესურსი გამოიყენოს თავისი თავმჯდომარეობის პერიოდის წარმატების უზრუნველსაყოფად