მიხეილ ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს

ჩვენი ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, აქტიურად მიმდინარეობს პარლამენტსა და საბჭოს შორის განხილვები, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ევროპარლამენტის მხრიდან ასეთი მხარდამჭერის განცხადება კიდევ ერთი მაჩვენებლია იმისა, რომ პარლამენტი მზად არის, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცესი.

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) წევრებმა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, სლოვაკეთს წერილი გაუგზავნეს, სადაც კომიტეტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე, ნოემბრის დასაწყისში დაიწყონ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაოსმა ძალოვნებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს