მიხეილ ჯანელიძე: ველოდებით, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი პლენარულ სესიაზე დროულად განიხილება

news
ავტ.: news ივლისი 7, 2016 12:35

მიხეილ ჯანელიძე: ველოდებით, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი პლენარულ სესიაზე დროულად განიხილება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხირდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ინიციატივის მხარდაჭერას მნიშვნელოვანს უწოდებს.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთავარია დროულად მოხდეს საქართველოს საკითხის განხილვა პლენარულ სესიაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწვეტილება. როგორც მოგეხსენებათ, ვიდრე პლენარულ სხდომაზე გავა ევროპალმენტში საქართველოს შესახებ საკითხი, საჭირო იყო რომ ორ კომიტეტს მიეღო საქართველოსთან დაკავშირებით გადაწვყეტილება. მოგეხსენებათ, რომ ერთი არის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE), მეორე არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაასრულა და კენჭი უყარა გადაწყვეტილებას და ახლა კენჭისყრა საჭიროა მოხდეს LIBE-ს კომიტეტში, სადაც 4 ივლისს იყო ასევე საკითხის განხილვა, რომელიც პოზიტიურად წარიმართა. იყო მხოლოდ პოზიტიური შეფასებები. მომხსენებელმა მხარი დაუჭირა დროულ და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტას ევროპარლამენტის მხრიდან და ჩვენ მოველით, რომ ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, დროულად მოხდება უკვე საქართველოს საკითხის განხილვა პლენარულ სესიაზე”, – განაცხადა ჯანელიძემ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას. საქართველოს ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის წევრებმა ხმათა უმრავლეოსბით დაუჭირეს მხარი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტის წევრი, ლატვიელი დეპუტატი ანდრეას მამიკინსია.

news
ავტ.: news ივლისი 7, 2016 12:35