მიხეილ ჯანელიძე ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს კონსოლიდირებული ანგარიშების – “ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში” პრაქტიკის გაგრძელებისთვის, რომელიციძლევა ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტის საკითხზე ევროპისსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს და იმ რეფორმებს, რომლებიცმიმართულია დემოკრატიის კონსოლიდირებისკენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კვიპროსს 18-19 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ეწვია.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: მსოფლიოს ათ ულამაზეს ბენზინგასამართ სადგურს შორის ორი საქართველოშია
შემდეგი სტატია“ვინც შენ ჩეკისტობა დაგაბრალა, სოსო ! ხანდახან ჟურნალისტებიც ხუმრობენ და გეკაიფებიან” – კილაძე გოგაშვილს მიმართავს