მიხეილ ჯანელიძე: თურქეთს განვიხილავთ როგორც უახლოეს მეგობარს

მიხეილ ჯანელიძე

თურქეთს განვიხილავთ როგორც უახლოეს მეგობარს, ჩვენ ერთმანეთთან სტრატეგიული ურთიერთობა გვაკავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ეს ურთიერთობა გამოიხატება მრავალი მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაში, საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს.
“ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზაობა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს გამართვის თაობაზე, რომლის პირველი შეხვედრა ახლო მომავალში პრემიერების დონეზე გაიმართება. ვფიქრობ, აღნიშნული ფორმატი გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში(video)ტყემალაძე, თოფაძე და ბერძენიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ- დეპუტატები მანდატურებმა გააშველეს
შემდეგი სტატია„ვარშავის სამიტზე საქართველოსადმი მხარდაჭერას დავაფიქსირებთ“