მიხეილ ჯანელიძე: თავდაცვის მინისტრის კანდიდატთან დაკაშვირებით არანაირ კონსულტაციაში მონაწილეობა არ მიმიღია

თავდაცვის მინისტრის კანდიდატთან დაკაშვირებით არანაირ კონსულტაციაში მონაწილეობა არ მიმიღია, – განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, არ ფლობს ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით.

„არ ვფლობ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით. მთავარია, რომ თავდაცვის მინისტრმა უზუნველყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის შესაბამისობა. ეს იქნება ალბათ ის, რის მიხედვითაც ალბათ თავდაცვის მინისტრი იმუშავებს პოსტზე. მე ამ ეტაპზე კანდიდატებთან დაკავშირებულ არანაირ კონსულტაციაში მონაწილეობა არ მიმიღია“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ აგრძელებს საქმიანობას ყველა არსებული პრიორიტეტის შესაბამისად.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტის საიტზე პეტიცია გამოქვეყნდა ქვეყანაში პროსტიტუციის ლეგალიზებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: თუნდაც იმიტომ, რომ კვლევებში მოხსენიებული არ ვართ ჩანს, რომ კვლევა გაყალბებულია