მიხეილ ჯანელიძე ტელეფონით აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა უკიდურესი შეშფოთება უკანასკნელ დღეებში მთიან-ყარაბაღში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციის გამო, რასაც, სამწუხაროდ, მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფად”,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბარი მის სომეხ კოლეგასთანაც.

banner
წინა სტატიაშიერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.30 ლარი გახდა
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები გიორგი კვირიკაშვილზეა მორგებული