მიხეილ ჯანელიძე სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი აღიარებს საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

”ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთოს სადამკვირვებლო პრინციპებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს შემადგენლობაში მოიაზრებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ე.წ. რეალობის დაკანონებას, არ იქნება მიღებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ეს კარგად გამოჩნდა ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, რადგან რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი, რომელსაც გააჩნია ეს პოზიცია”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

სერგეი ლავროვმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი პატივს სცემს საქართველოს მთლიანობას, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

banner
წინა სტატიაში“დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სააკაშვილი” – იულია ტიმოშენკო პოროშენკოს მიმართავს
შემდეგი სტატიამოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას არ ითამაშოს პუტინის თამაში – თამარ კეკენაძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე