მიხეილ ჯანელიძე: საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა ბევრად უფრო ამბიციურია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე 2013-2015 წლების გეგმა იყო. ამის შესახებ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვთან და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს გამოხატული მხარდაჭერა პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორის – ევროკავშირის მხრიდან და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ვაგრძელებთ შეხვედრებს პარტნიორებთან, რათა მობილიზება მოხდეს შემდგომი დახმარების ამ გეგმის ეფექტური განხორციელებისთვის. ასევე მოხარული ვართ, რომ წარმატებულიად შეფასდა ძალიან დიდი ნაწილი იმ გეგმისა, რომელიც 2013-2015 წლებისთვის იყო შემუშავებული. მან აჩვენა, რომ საქართველო ნამდვილად ეფექტურად ახორციელებს ყველა იმ გეგმას, რომელიც ნაკისრი აქვს ევროპის საბჭოს ფარგლებში“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშითომას ჰამერბერგი საქართველოში შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიაარეულობები ბელგიის ციხეში