მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა.

მინისტრმა როზარია პულისის მიულოცა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშნვა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიმართულებები და შემდგომი თანამშრომლობის ასპექტები, მათ შორის არსებით ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) იმპლემენტაცია, 2018 წლის ნატო-ს სამიტისათვის მზადების პროცესი.

აღინიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან წარმატებული თანამშრომლობა და ის მნიშვნელოვანი როლი რასაც ოფისი ასრულებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობის, მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციების მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე როზარია პულისიმ აღნიშნა, საქართველოში მისი მანდატის მთავარი პრიორიტეტი იქნება საქართველოს ხელშეწყობა ალიანსში გაწევრიანების გზაზე. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

banner
წინა სტატიაშიჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ „საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების“ ფინალურ ნუსხაშია
შემდეგი სტატიაერთი და იგივე დროს გადაღებული ფოტოები განსხვავდება, ეჭვს ბადებს სამედიცინო ისტორიაც – მაჩალიკაშვილების ადვოკატი