მიხეილ ჯანელიძე: საპარლამენტო არჩევნებს რეკორდული რაოდენობის მონიტორი დააკვირდება

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოშია. დელეგაციის წევრებმა პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართეს, სადაც წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა იმუშავებს.

26 კაციანი დელეგაცია 15 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება.

„წელს ამ არჩევნებს დააკვირდება რეკორდული რაოდენობის მონიტორი ეუთოს მისიის ფარგლებში. ეს არის მისია, რომელიც მოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ და ჩვენი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ასევე არჩევნები გაიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიურეკში ტაქსის მძღოლი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: დემურ სტურუას საქმეზე გამოძიება თავიდანვე დაიწყო