მიხეილ ჯანელიძე: საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკარგული ილია თაყაძე ცხინვალში იმყოფება

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკარგული ილია თაყაძე ცხინვალში იმყოფება.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

”პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, გატაცებების სერია გრძელდება. ჩვენ შესაბამისი ფორმატები ავამუშავეთ, ამოქმედდა ცხელი ხაზი. უკვე დადგენილია რომ ის იმყოფება ცხინვალში. ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მიმდინარეობს მუშაობა რომ მოხდეს მისი გათავისუფლება,” – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, ილია თაყაძე დღეს დააკავეს.

თაყაძის აყვანა იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა.

banner
წინა სტატიაში“შესაძლებლობა თუ მომეცემა, რომ უშიშროების საბჭოს ფორმატში გავაგრძელო მუშაობა, სიამოვნებით ვიმუშავებ ნებისმიერ ახალ მდივანთან”
შემდეგი სტატია„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას ოდორანტის სუნის შესაძლო გავრცელების შესახებ აფრთხილებს