მიხეილ ჯანელიძე: სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ნატოს ვარშავის სამიტის წინ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი

„გზავნილი იყო ძალიან მკაფიო საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერის კუთხით,“ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ორ დღიანი ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ნატოს ვარშავის სამიტის წინ, ჯონ კერის ვიზიტი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გზავნილია.

ჯანელიძემ კომენტარი გააკეთა ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინებზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ სამიტის შემდეგ ნატოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების იმედი აქვს.

„სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ნატოს ვარშავის სამიტის წინ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს გვერდით დგას ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გზავნილი იყო ძალიან მკაფიო საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერის კუთხით. ვარშავის სამიტიდან საქართველო ელოდება, რომ მიიღებს კიდევ უფრო მეტ გარანტიებს იმისათვის, რომ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა კიდე უფრო გაძლიერდება ნატოსთან და ალიანსთან,“ – განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია – ჯონ კერის თვითმფრინავმა დაგეგმილზე 20 წუთის დაგვიანებით დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ამერიკელი მაღალჩინოსანი საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოში ამერიკის ელჩმა გააცილეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჯონ ქერის ვიზიტი წარმატებული იყო
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ვეთანხმები არჩილ გეგეშიძეს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან