მიხეილ ჯანელიძე: რუსეთ-აფხაზეთის ე.წ შეთანხმება ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ნაწილს წარმოადგენს

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

რუსეთ-აფხაზეთის ე.წ შეთანხმება, რომელიც გაფორმდა და რომლის რატიფიცირებაც მოახდინა რუსეთის ფედერეაციამ, არღვევს ყველანაირ საერთაშორისო ნორმას და არღვევს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და იგი წარმოადგენს ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ნაწილს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა მოხდეს ტერიტორიის დეოკუპაცია და კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობების გაჩენა მშვიდობიანი გზით.

„ჩვენ ვმუშაბოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, თანამეგობრობასთან ერთად, ყველა შესაბამის ფორმატში, ყველა დიპლომატიური გზების გამოყენებით, რათა მოხდეს ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაცია და კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობების გაჩენა მშვიდობიანი გზით. ჩვენ კიდევ ერთხელ მადლიერი ვართ და მინდა ბრიტანეთის მთავრობას მადლობა გადავუხადო ძალიან აქტიური მხარდაჭრისთვის ყველა ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესში”,- აღნიშნა ჯანელიძემ.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

ჯარების გაერთიანების შექმნას ითვალისწინებს მოსკოვსა და სოხუმს შორის ორი წლის წინ გაფორმებული ე.წ. შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიქალი მსჯავრდებულები, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში სამი წლის შვილი ჰყავთ, უქმე დღეებში საპატიმროდან გასვლას შეძლებენ
შემდეგი სტატიაბოკერია მღებრიშვილს: რატომ არ სცადეთ, რომ ოთხოზორიას მკვლელი ინტერპოლის ძებნილთა სიაში ყოფილიყო?!