მიხეილ ჯანელიძე: პრემიერ-მინისტრი ირანში ვიზიტით ჩავა

მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ირანში ჩავა. ოფიციალური ვიზიტის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრისგან გახდა ცნობილი.

მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში ირანელ კოლეგას შეხვდა, სადაც მთავარი თემა უვიზო მიმოსვლის აღდგენა და ეკონომიკური პერსპექტივები იყო.

„ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ არის ტურისტული განვითარების შესაძლებლობა, ასევე სატრანსპორტო ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობაზე. გაიმართება ვიზიტები როგორც ენერგეტიკის, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრების. ასევე, ირანული მხარის მიერ პრემიერ-მინისტრიც მიწვეულია და მისი ვიზიტიც იგეგმება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს,“ – განცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის ძველ უბანში ხანძრის შედეგად ერთ-ერთი ადილობრივი და მეხანძრე დაშავდა
შემდეგი სტატია13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს