მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს გამართავს

2016 წლის 27 ივნისს შედგება საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში.

მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსთან. მინისტრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ „თბილისის კონფერენციის“ გახსნის ცერემონიაში. „თბილისის კონფერენციის“ დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს 2015 წლის 14 აპრილს, თბილისში, საქართველოსა და პოლონეთის საგარეოსაქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას და საექსპერტო დახმარებას საქართველოს ევროპულიინტეგრაციის გზაზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან და სეიმის ვიცე-მარშალთან რიშარდ ტერლეცკისთან.

მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ვარშავის აჯანყების მუზეუმს და გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიაში შეხვედრებს გამართავს