მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 14-18 მარტს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები თეთრი სახლის წარმომადგენლებთან.

ვაშინგტონში მიხეილ ჯანელიძე სენატსა და კონგრესში გამართავს შეხვედრებს. მათ შორის შეხვდება საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს.

მიხეილ ჯანელიძე ასევე გამართავს შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მინისტრი ასევე სიტყვით გამოვა ატლანტიკური საბჭოში.

დაგეგმილია მინისტრის ინტერვიუები აშშ-ის წამყვან მედია საშუალებებთან.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო ციხისძირში ხის გადატანის პროცედურა შეჩერდა