მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 6-7 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართება.

როგორც „ინფო 9“-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

მიხეილ ჯანელიძე ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ახალ მოადგილე როუზ გოტემოლერს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: მე აქამდე თავგანწირვით ვიბრძოლე ამ ქვეყნის მომავლისთვის
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ოქროს ზოდების შემოტანის ფაზტზე ერთი პირი დააკავეს