მიხეილ ჯანელიძე: ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ ევროპასთან ჩვენს კავშირებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

შეთანხმება ეხება “საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურებს. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს შეთანხმება უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი შემდგომი ნაბიჯია, მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველო ცდილობს, გახდეს ევროპისთვის უსაფრთხოების პროვაიდერი და მონაწილეობს სხვადასხვა მისიებში, როგორც რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი.

ხელმოწერის დასრულების შემდეგ, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

““ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ ევროპასთან ჩვენს კავშირებს და, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯს, ანუ ვიზა ლიბერალიზაციას. მოხარული ვარ, რომ ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ასოცირების შესახებ შეთახმების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე ორი კვირით ადრე შედგა. ეს არის შეთანხმება, რომელმაც ძალზედ მნიშვნელოვანი სარგებელი და შედეგები მოუტანა ორივე მხარეს, და განსაკუთრებით საქართველოს, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის შედეგი, რომელიც ხელშესახებია საზოგადოებისთვის, ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიქურთული ძალები რაკასთან ახლოს გამოჩნდნენ
შემდეგი სტატიასაქართველომ ევროკავშირთან საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შეთანხმება გააფორმა