მიხეილ ჯანელიძე მუხთარლის განცხადებაზე – ეს არის სრული აბსურდი

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

ეს არის სრული აბსურდი, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოდან მის გატაცებაზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება.

„აბსოლუტურად მიუღებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კურიერისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, აფგან მუხთარლი ციხეში ვადაზე ადრე დააბრუნეს. ალიევი, კვირიკაშვილი და ივანიშვილი – აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ის სამი გვარი დაასახელა, რომლებმაც თბილისის ცენტრიდან მისი გატაცება და ბაქოს ციხეში ჩასმა შეუკვეთეს.

მუხთარლი ამტკიცებს, რომ მისი თავისუფლება ილჰამ ალიევის ქართულ ბიზნესინტერესებს შეეწირა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბიზნესპარტნიორი კი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია.

banner
წინა სტატიაშისოფელ დოლოგანთან 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ხეები გაიჩეხა
შემდეგი სტატია„ჩოხატაურში ოთხი ბავშვი ბოლო დღეებია ცარიელ ღორის ქონს ჭამს“