მიხეილ ჯანელიძე : მთავრობის მიზანი და ინტერესია, მედია თავისუფლების კუთხით არანაირი შეზღუდვა არ არსებობდეს

მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს მთავრეობის მიზანი და ინტერესია, რომ მედია თავისუფლების კუთხით არანაირი შეზღუდვა არ არსებობდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ყოფილიყო სამაგალითო.

„ჩვენ ამას მივაღწიეთ. ანგარიშები, რომელიც ქვეყნდება მხოლოდ პოზიტიურია. რაც შეეხება მედია თავისუფლებას. ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია, როდესაც თავად ტელეკომპანიის წარმომადგენელი სვამს ასეთ შეკითხვას. საქართველოს მთავრეობის მიზანი და ინტერესია, რომ არანაირი შეზღუდვა არ არსებობდებს. ჩვენი მოწოდებებია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა ძირითადი უფლება, მედია თავისუფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა, ქონებრივი უფლებები, სასამართლო დამოუკიდებლობა. დარწმუნერბული ვარ, ეს პროცესი წარიმართება ისე, რომ არავის კითხვები არ გაუჩნდება. დღეს სასამართლოში ქონებრივი დავა მიმდინარეობს და მედია თავისუფლებაზე საუბარი არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი ისე დასრულდება, რომ კიდევ ერთი დადასტურება იქნება თავისუფალი მედია გარემოსი საქართველოში”, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიიაპონიის უმაღლესმა სასამართლომ მუსლიმებზე თვალთვალი დააწესა
შემდეგი სტატიაბრაზილიაში Facebook-ის ანგარიშზე 6 მილიონი დოლარი დაბლოკეს