მიხეილ ჯანელიძე : ლიხტენშტაინსა და ბრიუსელს ეწვევა

22-23 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ლიხტენშტაინის სამთავრობოსა და ბრიუსელს.

ლიხტენშტაინის საგრაფოში მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრთან აურელია ფრიკთან, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს მმართველთან პრინც ალიოსთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან ეს გახლავთ პირველი ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინში.

23 ივნისს მინისტრი ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მისი შეხვედრები ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში.

მინისტრი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე -პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმებას.

banner
წინა სტატიაში20 ივნისს კრების საღამოს სესიაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებები მოხდა
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსაბჭოს კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას წერილით მიმართავს