მიხეილ ჯანელიძე : ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ, რომ ოკუპანტების წარმომადგენლობა ჩვენს ტერიტორიაზე დასრულდეს

მარატ კულახმეტოვი არის ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი და არანაირი კომენტარი ცხინვალის რეგიონში მის ე.წ. ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით “არ შეიძლება იყოს”- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი:

“ეს არის ოკუპანტის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი მათი წარმომადგენელი, ამიტომ არანაირი კომენტარი ამაზე არ შეიძლება იყოს. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა ოკუპაცია დასრულდეს, ოკუპანტების წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდეს და ჩვენ შევძლოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის აღდგენა და რაც მთავარია, საზოგადოებების გაერთიანება”,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე : კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია
შემდეგი სტატიადოლიძე ქუმსიშვილის მედვედევთან გადაღებულ ფოტოზე ხმაურს იაფფასიანს უწოდებს