მიხეილ ჯანელიძე ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან, პრემიერ-მინისტრთან ბაჰიტჟან საგინტაევთან, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის (მეჯლისი) თავმჯდომარესთან ნურლან ნიგმატულინთან, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის (სენატი) თავმჯდომარესთან კასიმ ტოკაევთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ასტანაში ვიზიტისას შეხვედრას გამართავს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან კაირატ აბდრახმანოვთან. შეხვედრის დასრულების შემდგომ ხელი მოწერება 2018-2019 წლებში თანამშრომლობის პროგრამას.

ამასთან, 16 მაისს ქალაქ ასტანაში მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტი. საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და დასკვნები აღრმავებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას და მომავალს
შემდეგი სტატიარუსეთის პატრიარქი კირილე საქართველოში რუსულენოვან მრევლთან მსახურებისთვის თავის წარმომადგენელს აგზავნის