მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ საქართველოში ესპანეთის საელჩო მალე გაიხსნება

ძალიან ვაფასებთ ესპანეთის სამეფოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრ ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ამ კუთხით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულია მოვლინებული.

“ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად და იმედია, რომ ასევე მალე გაიხსნება სრულყოფილი საელჩო”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
როგორც საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა აღნიშნა, ესპანელი კოლეგის ვიზიტი დიდი ხანია იგეგმებოდა. “ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა ძალიან ბევრ საკითხზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტით კიდევ ახალი იმპულსი მიეცემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე რეგიონალურ და მრავალმხრივ ფორმატებში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“გრეის 50 ელფერს” ოქროს ჟოლოზე რამდენიმე ქანდაკება გადაეცა
შემდეგი სტატია,,მეტი და ჯანმრთელი სექსით დაკავდით” – გამსახურდია პეტრიაშვილის დაჭრას ეხმაურება