მიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგს და რექს ტილერსონს შეხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 4-5 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ”თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში კოლეგებთან შეხვედრისას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილული იქნება, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

banner
წინა სტატიაში,,თუ რამე სისხლის ბანკი არსებობდა, ყველამ გამოთქვა დახმარების მზადყოფნა, მაგრამ საჭიროება არ იყო”
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს