მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაში მონაწილეობს.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. ასევე დაგეგმილია ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება.

საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სესიის ფარგლებში გაერო-ს წევრი ქვეყნებისა და გაერო-ს სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებებში. მინისტრი ასევე შეხვდება გაერო-ში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ დირექტორებს, გაერო-ს ცალკეული ინსტიტუტებისა და სხვადასხვა რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი მონაცემებით, “ედინაია რასია” ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას აგროვებს
შემდეგი სტატიასტამბოლში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 40 უცხოელი დააკავეს