მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვა. მიხეილ ჯანელიძე რეფორმებზე, ევროინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონფლიქტების გადაჭრის პროცესში ევროკავშირის როლზე,აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე ისაუბრებს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხებს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბელგიის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდება.

დაგეგმილია მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციაც. დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების საკითხების შესახებ კარნეგის ცენტრში დაგეგმილ დისკუსიაში.

გუშინ, მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იყო. სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიამ შემზარავი კატასტროფისას მცირეწლოვნები შს მნისტრის პირადმა დაცვამ გადაარჩინა – გომბროზე მომხდარი ტრაგედია
შემდეგი სტატიაპრემიერის განცხადება მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით