მიხეილ ჯანელიძე: ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა, თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა, მეტი ერთიანობაა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნიდერლანდებში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისმა შედეგებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა არ უნდა შეასუსტოს.

“ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა, თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა მეტი ერთიანობა, მეტი ინტეგრაცია და გაფართოებაა. რეფერენდუმის შედეგებმა არ უნდა შეასუსტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მიმართ მხრადაჭერა, რადგან ეს აძლიერებს რეგიონს და მთლიანად ევროპას”,-განაცხადა ჯანელიძემ.

აღნიშნული კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილნიუსში ლიტველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ლიტვის საგარეო უწყებაში დღეს გაიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე საქართველოსა და ლიტვის კომისიის სხდომა, სადაც კომისიის ოქმს მოეწერა ხელი.

რეფერენდუმზე, რომელიც 6 აპრილს გაამართა ნიდერლანდებში, ამომრჩეველთა 61,1 %-მა არ დაუჭირა მხარი ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩეველთა 38,1%-მა.

banner
წინა სტატიაშიდაღესტანის სოფელში გოგონა ამორალურობის გამო ჯაჭვით ყავდათ დაბმული
შემდეგი სტატიაპოროშენკო: ჰოლანდიის რეფერენდუმის შედეგები ევროკავშირთან ასოცირებას ხელს ვერ შეუშლის