მიხეილ ჯანელიძე დიასპორასთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტში სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ შეხვედრას გამართავს

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 25 სექტემბერს შეხვედრას გამართავს დიასპორის და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან.

მინისტრი კომიტეტის სხდომის მონაწილეებს ინფორმაციას მიაწვდის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორასთან ურთიერთობების მიმართულებით გაწეული საქმიანობის, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებებისა და არსებული ინიციატივების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორასთან ურთიერთობების საკითხებს ოფიციალურად 2017 წლის იანვრიდან კურირებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და სხვა პროექტებთან თუ პროგრამებთან ერთად, პირველად შემუშავდა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქართული დიასპორის გაძლიერებას და ერთიანობას და მათ მეტ ჩართულობას საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.​

banner
წინა სტატიაშიავთანდილ ცინცაძე დიდი დიღმის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
შემდეგი სტატიაწაღვერში ცეცხლის ღია კერები აღარ არის – ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან ჩაერთო ავიაცია