მიხეილ ჯანელიძე: დავით რაქვიაშვილს ვიცნობ როგორც დიპლომატს და წარმატებას ვუსურვებ

დავით რაქვიაშვილს ვიცნობ როგორც დიპლომატს, ის მუშაობდა ჩვენს სისტემაში და მინდა ვუსურვო წარმატება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დავით რაქვიაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

”მას ვიცნობ, როგორც დიპლომატს, რომელიც ჩვენ სისტემაში მუშაობდა. მე მას ვუსურვებ წარმატებას ამ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ უშიშროების ეროვნული საბჭოს ფორმატში მუშაობას, ისე როგორც ეს ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს უშიშროების საბჭოს ახალ მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას ოდორანტის სუნის შესაძლო გავრცელების შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიაშსს-მ გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირი დააკავა