მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცედურები წარმატებით განხორციელდება

news
ავტ.: news სექტემბერი 1, 2016 18:23

მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცედურები წარმატებით განხორციელდება

ევროპარლამენტში აქტიურად დაიწყო განხილვები, როგორც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის, ისე საქართველოსთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის საერთაშორისო უერთიერთობების კომიტეტის მხრიდან არის პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე, ასევე პირველი მოხსენება სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტშიკომიტეტში იყო ძალიან წარმატებული.

„5 სექტემბერს ჩაინიშნა სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში კიდევ ერთი მოსმენა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის, ესეც იქნება წარმატებული. კომიტეტი მომლაპარაკებელს უფლებამოსილებას მისცემს, რომ დაიწყოს სხვა შესაბამისი შესაბამისი პროცედურები, ანუ როგორც ევროპის საბჭოსთან, ისე ევროკომისიასთან მოლაპარაკების პროცესი. ეს არის ყველა პროცედურა, რომელიც ხორციელდება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. დარჩენილია პარლამენტის პლენარული სესია და შემდგომი განხილვები. დარწმუნებული ვარ, ეს პროცედურები წარმატებით განხორციელდება“,-აღნიშნა ჯანელიძემ.

news
ავტ.: news სექტემბერი 1, 2016 18:23

Google სტატისტიკა


3,784
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics