მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ბიზნესი

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად ერთვება ბიზნესმენებთან კომუნიკაციაში.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ქვეყანაში ორიენტირებულია, თითოეულ ბიზნესმენს ხელი შეუწყოს ყველა შესაძლო მიმართულებით.

აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

“დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ბიზნესმენებს გავაცნოთ ის რეფორმები და გეგმები, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი საგარეო მიმართულებით. ეს ორიენტირებულია მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაზე და ა.შ. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეგურალური ფორმატი ბიზნესასოციაციებთან. ჩვენ გვინდა ბიზნესს ვუთხრათ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი სრული წარმომადგენლობით ყველა ქვეყანაში ორიენტირებულია, რომ თითოეულ ბიზნესმენს ხელი შეუწყოს ყველა შესაძლო მიმართულებით. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ბიზნესი, როგორც მოზიდული ინვესტიციებით, ასევე, მათი ექსპორტის წახალისებით”,-განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში(video) სავჩენკომ რადას სხდომაზე ფეხზე გაიხადა და სავარძელზე ფეხებაკეცილი დაჯდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო