მიხეილ ჯანელიძე „ბლუმბერგის“ მიერ ორგანიზებულ “გლობალურ ბიზნეს ფორუმს” დაესწრო

​2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში „ბლუმბერგის“ მიერ ორგანიზებულ “გლობალურ ბიზნეს ფორუმს” დაესწრო.

მაღალი დონის ღონისძიება bloomberg- ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მაიკ ბლუმბერგმა, ამერიკის შერთბეულო შტატების ყოფილმა პრეზიდენტნა ბილ კონტონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გლობალური კომპანია ალიბაბას დამფუძნებელმა ჯეკ მამ გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერს საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერებს და უმსხვილესი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებს. მათ შორის აშშ-ის 42-ე პრეზიდენტს ბილ კლინტონს, კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს, კომპანია ბლუმბერგის დამფუძნებელს მაიკლ ბლუმბერგს, რომელმაც მადლობა გადაუხადა ვიცე-პრემიერს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და ხაზი გაუსვა ბიზნესისა და მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობას გლობაური გამოწვევების დაძლევის გზაზე.

ღონისძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა კომპანია მასტერქარდის აღმსარულებელ დირექტორს აჯაი ბანგას, კომპანია დაინტერესდა საქართველოს ბიზნეს გარემოთი და თანამშრომლობის შესაძლო სფეროების გამოსვლენად შემდგომი თანამშრომლობის.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს და თემატურ პანელებში მონაწილეობა მიიღეს ევროკავსირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ, კანადის პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგებლებმა.

banner
წინა სტატიაშიცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა თბილისში ჩამოასვენეს
შემდეგი სტატიაშსს-მ „რუსთავი-2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტი გახსნა