მიხეილ ჯანელიძე: ბევრი პოლიტიკოსი წინასაარჩევნოდ ცდილობს რაღაც ქულების დაწერას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გუბაზ სანიკიძეს სიცრუესა და პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. მიხეილ ჯანელიძე „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების განზრახვაზე, რომელიც სანიკიძის განცხადებით, მისი ძალისხმევით არ განხორციელდა. მინისტრის განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

“ბევრი პოლიტიკოსი წინასაარჩევნოდ ცდილობს რაღაც ქულების დაწერას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული არაღიარების პოლიტიკაში და ძალიან წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას. არანაირად არ დავადასტურებ ამ ინფორმაციას, ნებისმიერი საფრთხე და ნებისმიერი, ვთქვათ ამ მიმართულებით ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესს ძალიან ეფექტურად აკონტროლებს“- განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“რუკები არ მინახავს, თუ ეს ასეა, ძალიან ცუდი ფაქტია” – კალაძე Yandex Taxi-ზე დასმულ კითხვას პასუხობს
შემდეგი სტატიაკნუტ ფლეკენშტეინი: მოხარული ვიქნები, საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ მივიღო