მიხეილ ჯანელიძე ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 12, 2018 19:40

მიხეილ ჯანელიძე ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეიხ აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფა ხელმძღვანელობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე, ბაჰრეინის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით პირველი კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.
შეხვედრების ფარგლებში განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი. ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი და მზადყოფნა, ხელი შეეწყოს ორმხრივი სექტორული ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის განსაკუთრებით გაესვა ხაზი ტურიზმის სექტორს. დადებითად შეფასდა ბაჰრეინიდან ვიზიტორების რიცხვის ზრდა და დაისახა ამ კუთხით მომავალში ჩასატარებელი სამუშაოები. ქართულმა მხარემ დეტალურად გააცნო ბაჰრეინის მხარეს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემო.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ურთიერთობებს მრავალმხრივ ფორმატებში და ხაზი გაესვა თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა მიმოიხილეს უსაფრთხოების გლობალური საკითხები და მიმდინარე გამოწვევები. ქართულმა მხარემ მასპინძლებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები. ბაჰრეინის მხარემ დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილე შეიხ აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფას ხელმძღვანელობით საქართველოს 2018 წლის 12 აპრილს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 12, 2018 19:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,310
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics