მიხეილ ჯანელიძე : არჩილ გეგეშიძე რჩება აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე

არჩილ გეგეშიძე რჩება აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გეგეშიძემ გააკეთა განმარტებები თავისი განცხადებების თაობაზე.

“ჩვენ ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ელჩს მეტი წინდახედულობა მართებს, როდესაც ასეთი ტიპის კომუნიკაცია ხდება, თუმცა თემატურად ყველა საკითხი ამოწურულია”,-განმარტა მიხეილ ჯანელიძემ.

არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ პრორუსული პოლიტიკოსების არსებობა მმართველ გუნდში ქვეყანაში არსებულ პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს.

ამ განცხადების შემდეგ ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი, აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებას არაკომპეტენტური უწოდა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ პრეზიდენტისა და გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” დღეს გურიის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს